სალომე ზურაბიშვილი დღეს გამართულ ღონისძიებაში არ მონაწილეობს – გიორგი ვოლსკი

საქართველოს პრეზიდენტი დღეს დაანონსებულ სახალხო ღონისძიებაზე არ არის მიწვეული. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს.

“ზურაბიშვილი მთავრობის მიერ არ არის მიწვეული ამ ღონისძიებაზე. ის ყველაფერში ცდილობს რადიკალიზაცია შემოიტანოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და სწორედ აქედან გამომდინარეობს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ არ დაეპატიჟებინათ ღონისძიებაზე”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს ნაკრებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე დღეს 22:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები