“კრიტიკა უსამართლოდ მიმაჩნია, ვინაიდან გამჭვირვალობა საქართველოში იმაზე ნაკლებად აქტუალური არ არის, ვიდრე არის ევროპასა და აშშ-ში” – ვოლსკი

“კრიტიკა უსამართლოდ მიმაჩნია, ვინაიდან გამჭვირვალობა საქართველოში იმაზე ნაკლებად აქტუალური არ არის, ვიდრე არის ევროპასა და აშშ-ში”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ ისაუბრა.

“პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ასეთი გამჭვირვალობისთვის ვითომ და მზად იყვნენ, შემდეგ კი საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. კანონპროექტის დღის წესრიგში დაბრუნება სწორედ ამან განაპირობა. ყოველდღიურად ველოდებით, რომ ვინმე პარტნიორი ქვეყნებიდან ან არასამთავრობო ორგანიზაციების დამფინანსებლები განაცხადებენ იმის თაობაზე, რომ გამჭვირვალობა ნამდვილად არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ საქმიანობაში არ უნდა იყვნენ ჩართული”, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები