ქადაგიშვილი – “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტზე: რაც კი რამ კარგი ხდება, ოპოზიციისთვის ყველაფერი საარჩევნოა

“თავად ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა მრავალგზის მოწოდება იმის თაობაზე, რომ გარკვეული კატეგორიის მსჯავრდებულებისთვის ამნისტია გამოცხადებულიყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

“ინიციატივა სწორედ ამას ეხმიანება. პრემიერმა მოუწოდა კიდეც ოპოზიციას ჩართულობისკენ, როცა პროექტი პარლამენტში შემოვა.

რაც კი რამ კარგი ხდება, ოპოზიციისთვის ყველაფერი საარჩევნოა”, – განმარტა დეპუტატმა.

როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაინიცირდება; ივლისის მეორე ნახევარში კი, პირველი მოსმენით, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ და მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები