ირაკლი ქადაგიშვილი: ისტორია ყველაფერს ინახავს; აღმოჩნდება, რომ რომელიღაც მთავრობამ მეორე ქვეყანას სანქცია დაადო, რადგან მას გამჭვირვალობა უნდოდა

“საკითხს პროპაგანდისტულ ლოზუნგს თუ მოვხსნით, საქმე იქამდე მიდის, რომ მსოფლიო გამჭვირვალობის წინააღმდეგია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

“საბოლოოდ, ისტორია ხომ ყველაფერს ინახავს? – აღმოჩნდება, რომ რომელიღაც ადმინისტრაციამ და მთავრობამ მეორე ქვეყანას სანქცია იმის გამო დაადო, რომ მას გამჭვირვალობა უნდოდა. არადა, თანამედროვე მსოფლიო დემოკრატია სწორედ გამჭვირვალობასა და ტრანსფარანტულობაზეა აწყობილი. აქედან გამომდინარე, სწორედ ასეთი მდგომარეობაა, რასაც ვხედავთ. ეს ძირითადად მაინც იქითკენაა მიმართული, რომ ხელოვნურ სუნთქვაზე ამყოფონ ჩვენი ოპოზიცია“, – აღნიშნავს ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები