გურამ მაჭარაშვილი – კარგია, რომ არასამთავრობოებმა საკუთარი სახე გამოაჩინეს

არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკაში იყვნენ და ახლა უკვე იურიდიულადაც იქნება დადასტურებული. მათ საკუთარი სახე გამოაჩინეს,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “თავისუფლების მოედნის” დაფუძნებას დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც ვამბობდით, რომ დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ პირდაპირი წესით პარტიებს. NDI-მ ქალი დეპუტატები დააფინანსა, ფინეთის საელჩომ – „ტაბულა“, იგივე „ევროპული საქართველო“. არასამთავროებმა თქვეს, აზრი არ აქვს დამალვას და იურიდიულადაც ჩამოვყალიბდეთო. საზოგადოება მიხვდა, რომ მსაჯული ვერ იქნებიან ის დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ოპოზიციას უჭერენ მხარს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები