უკრაინის თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდება

უკრაინის თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონის პრესმდივანი, საბრინა სინგი ავრცელებს.

„აშშ-ის თავდაცვის მდივანი ოსტინი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი უმეროვი უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და აშშ-სა და უკრაინას შორის თავდაცვის პარტნიორობის გაძლიერების გზებს განიხილავენ“, – განაცხადა საბრინა სინგმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს უკრაინის დელეგაცია შშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები