“ამერიკაში რაც მალე მიხვდებიან, რომ საქართველოში მათრახებზე მეტად ჭრის მეგობრული ენა, მით მალე მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა და არა ბატონყმური ურთიერთობების დამყარება” – მაჭარაშვილი

“ყველა შემთხვევაში, საქართველოსთან დაკავშირებით რა ბრალდებებიც იყო, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გაქარწყლდა. გვაბრალებდნენ, რომ სააკაშვილი წამებული იყო, რაზეც სტრასბურგმა თქვა, რომ ასე არ არის”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

“საქართველოში შავ ხვრელებს ეძებდნენ და მათივე წარმომადგენლებმა თქვეს, ეს ტყუილია, სიმართლეს არ შეესაბამებაო. ამბობდნენ, ოპოზიციის დევნა არისო და ნახეს, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და პოლიცია როგორ ღირსეულად იქცეოდა. გადატვირთვა თუ უნდათ, პარტნიორული ურთიერთობებისთვის მზად ვართ.

ამერიკაში რაც მალე მიხვდებიან, რომ საქართველოში სანქციებსა და მათრახებზე უფრო მეტად ჭრის დიპლომატიური, მეგობრული ენა, მით მალე მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა, სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება და არა ბატონყმური ურთიერთობების დამყარება”, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები