ადგინეში ტყეებში უსაფრთხო მუშაობის შესახებ ფართომასშტაბიანი სასწავლო პროგრამა ხორციელდება

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებისთვის, სლოვენიური მეთოდის გამოყენებით, ტყეებში უსაფრთხო მუშაობის შესახებ ფართომასშტაბიანი სასწავლო პროგრამა ხორციელდება. სწავლება პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფაზა ორი“ ფარგლებში მიმდინარეობს.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოში სლოვენიის რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი პროექტის მეორე ფაზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყეების მდგრადი მართვის განვითარებისთვის. საველე სწავლებასთან ერთად, სლოვენიური პრაქტიკის გათვალისწინებით, სატყეო გზები, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა – საფეხმავლო ბილიკები, საბანაკე და საპიკნიკე ადგილები მოეწყობა. პროექტის სრული ბიუჯეტი მილიონ ევროზე მეტს შეადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები