უკრაინაში დააკავეს პირები, რომლებიც უკრაინის პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, კიევში გადატრიალების დაგეგმვის ბრალდებით ადამიანების ჯგუფი დააკავეს.

პოლიციამ ამხილა ფსევდოაქტივისტების ჯგუფი, რომლებიც ამზადებდნენ პროვოკაციებს ქვეყნის დედაქალაქში 30 ივნისს. ადგილობრივმა პროკურორებმა ოთხ მოქალაქეს ბრალი წაუყენეს უკრაინის ხელისუფლებისა და კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის მოწოდების მასალების გავრცელებისთვის – ნათქვამია გენერალური პროკურორის ოფიციალური Telegram-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

“ჯგუფი ცნობილია თავისი ანტიუკრაინული ქმედებებით 2015 წლიდან”, – აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

პირები დაკავებულები არიან უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის პირველი, მეორე და მესამე თავების მე-9 მუხლის მიხედვით (მოქმედებები და მოწოდებები მოქმედებისკენ მიმართული კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივ შეცვლას ან დამხობას ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდებას),- ნათქვამია განცხადებაში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მონაწილეებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები