ზვიად სიჭინავა ე.წ. მოდულის შენობაში დაიბარეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ე.წ. მოდულის შენობაში დაიბარეს. ინფორმაციას ტელეკომპანია TVS-ი ავრცელებს. სიჭინავა საგამოძიებო უწყებაში გამოცხადდა, თუმცა არ აკონკრეტებს, რა სტატუსით დაიბარეს.
გამოძიებას კითხვები, სავარაუდოდ, საფეხბურთო სკანდალთან დაკავშირებით ექნება, რომელიც გუშინ მსაჯულების დაკავების შემდეგ აგორდა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 მსაჯი გუშინ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა, მათ სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები