“ესპანეთიც დიდი გუნდია, მაგრამ მარტო იმაზე თუ ვიფიქრებთ, რომ თავი დავიცვათ, არაფერი გამოვა” – სანიოლი

“მათ ხიფათის შექმნა ყველა პოზიციიდან შეუძლიათ, რადგან დიდი ფეხბურთელები ჰყავთ. ნიკო უილიამსი და იამალი ფანტასტიკურები არიან, საოცრად ვითარდებიან”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ესპანეთის ნაკრებზე საუბრისას განაცხადა.

“ვფიქრობ, საქართველომაც ჯგუფურ ეტაპზე კარგი თამაში აჩვენა. ჩვენთვის მართლაც რთული მატჩი იქნება. პორტუგალიის მსგავსად, ესპანეთიც დიდი გუნდია, მაგრამ მარტო იმაზე თუ ვიფიქრებთ, რომ თავი დავიცვათ, არაფერი გამოვა. გვინდა, ესპანეთსა და ევროპას ვაჩვენოთ, რომ მხოლოდ დაცვაში არ ვართ კარგები და შეგვიძლია ბურთის სწორად გამოყენება. პორტუგალიასთან გვქონდა ეს ნიშნები და იმავენაირად თამაშს ვეცდებით ხვალაც”, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები