პორტუგალიის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს  საქართველოს ნაკრების გამარჯვება მიულოცა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საქართველო-პორტუგალიის მატჩის შემდეგ, პორტუგალიის პრეზიდენტი  მარსელუ რებელუ დი სოზა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს ნაკრების გამარჯვებას ულოცავს.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები“ ესპანეთს შეხვდებიან. მატჩი დღეს, 23:00 საათზე დაიწყება.

 

წყარო: imedinews

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები