მკლავჭიდელთა ფედერაციის ახალარჩეული პრეზიდენტი: რაც მინუსები ჰქონდა ძველ ფედერაციას, ყველაფერს დავალაგებთ

რაც მინუსები ჰქონდა ძველ ფედერაციას, ყველაფერს დავალაგებთ, – განაცხადა მკლავჭიდელთა ფედერაციის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ავთანდილ ახვლედიანმა.

„გავაკეთებთ ყველაფერს. რაც მინუსები ჰქონდა ძველ ფედერაციას, ყველაფერს დავალაგებთ ძალიან კარგად, სადაც საქართველოს ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს, სადაც გუნდსა და ნაკრებს უნდა ჰქონდეს თავისი ბაზა. ყველაზე მთავარი – რეგიონებს საერთოდ არ აქცევდნენ ყურადღებას და ჩვენ რეგიონებს მივაქცევთ ყურადღებას“, – განაცხადა ავთანდილ ახვლედიანმა.

ოლიმპიურ სასახლეში მკლავჭიდელთა ახალდაფუძნებული კავშირის ყრილობა გაიმართა. კავშირის პრეზიდენტად ოთხი წლის ვადით, ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით ავთანდილ ახვლედიანი აირჩიეს. საქართველოს მკლავჭიდელთა კავშირის საპატიო პრეზიდენტად ცნობილი ქართველი მკლავჭიდელი ზაურ ცხადაძე დასახელდა. ყრილობაზე ასევე დამტკიცდა კავშირის წესდებაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები