მარიამ ქვრივიშვილი: დაახლოებით 1200 ადამიანზეა გათვლილი 7 ჩარტერი, დარწმუნებულები ვართ, რომ ვიხილავთ ბევრ ქართველ ქომაგს ხვალინდელ თამაშზე გერმანიაში

დაახლოებით 1200 ადამიანზეა გათვლილი 7 ჩარტერი, დარწმუნებულები ვართ, რომ ვიხილავთ ბევრ ქართველ ქომაგს ხვალინდელ თამაშზე გერმანიაში, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორი ფაქტორი იყო.

„ერთი – რა თქმა უნდა, ის, რომ ბევრ ქართველ ქომაგს ჰქონოდა შესაძლებლობა, ეგულშემატკივრა ჩვენი ნაკრებისთვის გერმანიაში თამაშის დროს. მეორეს მხრივ, ავიაბილეთების ღირებულება უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ბილეთების ღირებულება იქნება სუბსიდირებული – ერთი გზა 195 ევრო. დაახლოებით 1200 ადამიანზე არის გათვლილი აღნიშნული 7 ჩარტერი. მოთხოვნიდან გამომდინარე, დარწმუნებულები ვართ, რომ ვიხილავთ ბევრ ქართველ ქომაგს ხვალინდელ თამაშზე გერმანიაში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის სუბსიდირებული ჩარტერული რეისები განხორციელდება. პირველი რეისი კიოლნის მიმართულებით 12:00 საათზე უკვე გაფრინდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები