ალუდა ღუდუშაური: რატომ არ იმყოფება ამა თუ იმ ქვეყნის ელჩი პრემიერის ანგარიშის მოხსენებაზე, ვერ გეტყვით – აღნიშნულ საკითხზე საუბარი სპეკულაციაა

თუ რატომ არ იმყოფება ამა თუ იმ ქვეყნის ელჩი პრემიერმინისტრის ანგარიშის მოხსენებაზე, ვერ გეტყვით – არ ვიცი რა კომუნიკაცია იყო პროტოკოლის სამსახურსა და კონკრეტულ საელჩოს შესაბამის სამსახურს შორის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე საუბარი სპეკულაციაა და კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ეს არის დემარში“ სამარცხვინოა.

„მე ვერ გეტყვით, არ ვიცი, რატომ არ ბრძანდებიან თქვენს მიერ დასახელებული ქვეყნების ელჩები. ეს პარლამენტის პროტოკოლს და მათ წარმომადგენლობას უნდა ვკითხოთ. მე ამასთან დაკავშირებით გამიჭირდება პასუხის გაცემა. მე ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი, თუ რატომ არ იმყოფება ამა თუ იმ ქვეყნის ელჩი პრემიერმინისტრის ანგარიშის მოხსენებაზე, მე ვერ გეტყვით და არც შეიძლება, რომ ამასთან დაკავშირებით მქონდეს ინფორმაცია, იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ არ ვიცი რა კომუნიკაცია იყო პროტოკოლის სამსახურსა და კონკრეტულ საელჩოს შესაბამის სამსახურს შორის. ვერ გეტყვით, შეიძლება ელჩი აქ არ იმყოფება… მგონია, რომ ეს არის სპეკულაცია და არ მინდა, რომ ზედმეტ სპეკულაციებში შევიდე. რაც შეეხება ოპოზიციის და ოპოზიციასთან პირდაპირ კავშირში მყოფი ტელევიზიების მიერ მტკიცებით ფორმატში ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას, რომ დემარშს და მსგავს ეპითეტებს იყენებენ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, სამარცხვინო საქციელი“. – განაცხადა ღუდუშაურმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის წარდგენას არ ესწრებოდნენ ევროკავშირის ქვეყნების ელჩები, გარდა უნგრეთისა. პარლამენტში არ მისულა ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები