ირაკლი კობახიძე: ლევილის მამულის გარშემო განვითარებული მოვლენები აბსოლუტურად ნიშანდობლივია, პროვოკაცია მოაწყვეს იმ ადგილას, რომელიც ჩვენი ქვეყნის იდენტობის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სიმბოლიზმის ნაწილია

ლევილის მამულის გარშემო განვითარებული მოვლენები არის აბსოლუტურად ნიშანდობლივი, ეს აჩვენებს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ხელწერას, არ უფრთხილდებიან არაფერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სიმბოლურიც არის, რომ მათ პროვოკაცია მოაწყვეს სწორედ იმ ადგილას, რომელიც ჩვენი ქვეყნის იდენტობის ნაწილია, მათ შორის, პოლიტიკური იდენტობის, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სიმბოლიზმის ნაწილია.

„იქ მისული იყვნენ პირდაპირ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ზონდერობდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. ეს აჩვენებს მათ ხელწერას, თუმცა როგორც არ გაუვიდათ მათ არაფერი მთელი ამ წლების განმავლობაში, ასევე არ გაუვათ არც ასეთი პროვოკაციები არც მომავალში“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები