ირაკლი კობახიძე: სოფელ ხანში, სტიქიის ადგილას უკვე ჩასულია ჯგუფი, სწავლობენ ვითარებას და მაქსიმუმი გაკეთდება, რათა მოსახლეობა იყოს დაცული, ხოლო სტიქიის შედეგები ლიკვიდირებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სოფელ ხანში სტიქიის ადგილას უკვე ჩასულია ჯგუფი და სწავლობენ ვითარებას.

როგორც ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობა იყოს მაქსიმალურად დაცული და სტიქიის შედეგები იყოს ლიკვიდირებული.

„სოფელ ხანში სტიქიის ადგილზე დროებითი გზა გაკეთდა, თუმცა იქაც არის რისკები. ადგილზე არის უკვე ჯგუფი ჩასული. ისინი სწავლობენ ვითარებას და ამის მიხედვით დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები. მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობა იყოს მაქსიმალურად დაცული და სტიქიის შედეგები იყოს ლიკვიდირებული“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები