ირაკლი კობახიძე: თანადაფინანსებით ხორციელდება სახელმწიფო პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად 20 ახალგაზრდა მიემგზავრება ჩინეთში განათლების მისაღებად

ყოველწლიურად მიემგზავრებიან ქართველი სტუდენტები ჩინეთში განათლების მისაღებად, ან ასამაღლებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

პრემიერმა ჩინეთზე და სტუდენტურ გაცვლით პროგრამებზე საუბრისას აღნიშნა, რომ არის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც თანადაფინანსებით ხორციელდება და რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად 20 ახალგაზრდა მიემგზავრება ჩინეთში განათლების ასამაღლებლად, მისაღებად.

„ასევე არის კონფუცის ინსტიტუტი, რომელიც დაახლოებით ასევე 20 სტუდენტს აფინანსებს ყოველწლიურად. ეს გრძელდება განსაკუთრებით ინტენსიურად ბოლო 5 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში სავარაუდოდ 200-ზე მეტი სტუდენტია, რომელიც გაემგზავრა ჩინეთში განათლების მისაღებად. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულია ამ კუთხით თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. ინტერესი არის საკმაოდ დიდი ამ თვალსაზრისით, ჩინეთში განათლების მიღების კუთხით და ამ ყველაფერ ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შევუწყოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები