ირაკლი კობახიძე: ზვავების მართვის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით მესტიის მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტი

ზვავების მართვის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით მესტიის მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უნდა განისაზღვროს კონკრეტული ნაბიჯები და მიზანშეწონილობა.

„რაც შეეხება ბატონი სოზარ სუბარის შეკითხვას, ზვავების მართვის სისტემის დანერგვა მესტიის მუნიციპალიტეტში – როგორც ცნობილია ჩემთვის, მესტიის მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტი. სამინისტრო უშუალოდ დაინტერესდება ამ პროექტით და უნდა განვსაზღვროთ ამის მიხედვით კონკრეტული ნაბიჯები, მიზანშეწონილობა, ამაზე ვიმუშავებთ მუნიციპალიტეტთან ერთად“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები