გივი მიქანაძე: დასავლელი პარტნიორების უმრავლესობა აბსოლუტურად არ იზიარებს იმ აზრს, რომ ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს მიმართ რაიმე შეზღუდვები უნდა დაწესდეს

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ საქართველოს წინააღმდეგ მომზადებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ოპონენტების მიზანი იყო, რომ შემდეგი სესიისთვის ევროპის საბჭოში საქართველოს წევრობის უფლება შეზღუდულიყო.

„როგორც ჩვენი დელეგაცია, ასევე დასავლელი პარტნიორების უმრავლესობა აბსოლუტურად არ იზიარებს იმ აზრს, რომ საქართველოს მიმართ რაიმე შეზღუდვები უნდა დაწესდეს ევროპის საბჭოს ფარგლებში. ამიტომ მათი არაერთი მცდელობა, როგორც საკომიტეტო მოსმენებზე განხილვისას, ასევე საპარლამენტო სესიაზე ამ საკითხის ხელახლა წამოყენების, სრული ფიასკოთი დამთავრდა“, – აღნიშნა მიქანაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა – ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს, თუმცა, მათი ინიციატივა ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები