პრემიერი: საქართველო აწარმოებდა ეფექტიან პოლიტიკას, რომ ქვეყნის ტერიტორია არ გამოყენებულიყო დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად, რაც აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის მხრიდან დადებითად შეფასდა

საქართველო აწარმოებდა ეფექტიან პოლიტიკას იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორია არ ყოფილიყო გამოყენებული დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსული იყო სამმხრივი მისია, კერძოდ, აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის წარმომადგენლები და მათ ძალიან დადებითად შეაფასეს ის ძალისხმევა, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მხრიდან ხორციელდება.

„ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ვახორციელებთ 50 მაღალპრიორიტეტული საქონლის ჯგუფის გადაადგილების მონიტორინგს, ხორციელდება პერიოდული ანგარიშგება. მიღებულ იქნა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმისა და საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 1898 გადაწყვეტილება, ამ პერიოდის განმავლობაში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ჩამოსული იყო სამმხრივი მისია აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის წარმომადგენლები იყვნენ საქართველოში და მათ ძალიან დადებითად შეაფასეს ის ძალისხმევა, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის, ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება. მომავალშიც ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მოქმედებას“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები