ბექა ოდიშარია: დიასპორა არის ჩვენი დიდი ეკონომიკური, ინტელექტუალური და დემოგრაფიული პოტენციალი

დიასპორა არის ჩვენი დიდი პოტენციალი, ეს არის ჩვენი ეკონომიკური, ინტელექტუალური და რა თქმა უნდა, უზარმაზარი დემოგრაფიული პოტენციალი და იმედი. მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ყველას, ვისაც თავი დიასპორელად მიაჩნია, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბექა ოდიშარიამ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით განხორციელებულ თემატური მოკვლევაზე – „დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა“ გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ახლახან გვქონდა თემატური მოკვლევის პრეზენტაცია. ამ მოკვლევით გვინდოდა საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა თუ რას იწვევს თავისუფალი გადაადგილება. მიგრაცია ცუდს არაფერს იწვევს, მთავარია ეს იყოს ცირკულარული, იყოს რეგულირებადი და იყოს ლეგალური, თორემ ამაში ცუდი არაფერი არ არის“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა წაიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები