ირაკლი კობახიძე: ეს არის არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი წარმატება

ეს არის არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი წარმატება, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის დასაწყისში.

„მინდა, მივულოცო ყველას, სრულიად საქართველოს. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ფეხბურთელებს, საფეხბურთო ნაკრების წევრებს. თითოეული მათგანის წვლილი ამ გამარჯვებაში არის განსაკუთრებულზე განსაკუთრებული. შეუძლებელია, გამოვყო რომელიმე მათგანი. თითოეულმა მათგანმა ჩადო სული და გული“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები