პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს დაიხურება

დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება. საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომის დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხია – პრემიერმინისტრის ყოველწლიური მოხსენება.

დღევანდელ პლენარულ სხდომას და შესაბამისად, მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას, ესწრებიან როგორც მინისტრთა კაბინეტის წევრები, ისე თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის მეთაურები და უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები.

იგეგმება თუ არა რიგგარეშე სხდომების ჩანიშვნა, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები