რატი იონათამიშვილი: საქართველო ევროპული არჩევანის ერთგულია და ამ კურსისთვის „ქართულ ოცნებაზე“ მეტი არავის გაუკეთებია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნას აფასებს.
იონათამიშვილი აცხადებს, რომ რადიკალურ ოპოზიციას თვეების განმავლობაში ზარ-ზეიმი ჰქონდა, თითქოს საქართველოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება მოხდებოდა და დღის წესრიგში იქნებოდა ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვა.
„ისტორიას დარჩება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ზრახვები, როგორმე საქართველო და ქართველი ხალხი დააზიანონ, თუმცა საკუთარი ანტიქართული პოლიტიკის ლუსტრაცია მოახდინეს. საქართველო ევროპული არჩევანის ერთგულია და ამ კურსისთვის „ქართულ ოცნებაზე“ მეტი არავის გაუკეთებია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.