შალვა პაპუაშვილი: რთულია იმის წარმოდგენა, რომ ოპოზიციამ ვერ დაინახა ის მილიონი მოქალაქე, რომელიც 17 მაისს გამოვიდა ქუჩებში და მხარი დაუჭირა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით ოპონენტების პოზიციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ისინი თვალს არიდებენ უამრავი მოქალაქის პოზიციას, რადგან ქვეყნის გარედან არიან მართულნი.

„რთულია იმის წარმოდგენა, რომ მათ ვერ დაინახეს ის მილიონი მოქალაქე, რომელიც 17 მაისს გამოვიდა დედაქალაქის და რეგიონის ქუჩებში და მხარი დაუჭირეს ჩვენს კანონპროექტს. წარმოუდგენელია ეს ვერ დაენახათ, მაგრამ მათ უწევთ თვალის არიდება ამ ყველაფრისთვის, ვინაიდან უყურებენ იმას, თუ რას ეტყვიან მათ გარე მფარველები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები