შალვა პაპუაშვილი: NDI თუ არის დამკვირვებელი და პარალელურად აფინანსებს რადიკალური ოპოზიციის სააგიტაციო შეხვედრებს, ეს ეწინააღმდეგება ეთიკას

მოგვიწოდებენ, რომ არჩევნების სტანდარტები იყოს დაცული და ამას მოგვიწოდებენ ისინი, რომლებიც აცდენილი არიან სტანდარტებს, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სადამკვირვებლო ორგანიზაცია NDI -ზე საუბრისას განაცხადა.

„ უცხოური დონორები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ არიან გრძელვადიანი დამკვირვებლები, ამავე დროს ქარტიის ხელმომწერ პარტიების წარმომადგენლებს წინასაარჩევნო ტურნეს უფინანსებს. როდესაც დამკვირვებელი, რომელიც უნდა იყოს მიუკერძოებელი, აფინანსებს ოპოზიციის გაერთიანების წინასაარჩევნო ტურნეებს, ეს არის პირდაპირ დარღვევა დამკვირვებელი ორგანიზაციის ეთიკისა და ქცევის კოდექსისა. NDI თუ ახლა არის დამკვირვებელი და პარალელურად აფინანსებს რადიკალური ოპოზიციის სააგიტაციო შეხვედრებს, ეს ეწინააღმდეგება ეთიკას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები