შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში იქცა თოჯინად – პრეზიდენტი ყოველ დღე არღვევს კონსტიტუციას

სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში იქცა თოჯინად, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ უცხო პოლიტიკური ჯგუფების ხელში – ეს არის ერთი შეკრული წრე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი კონსტიტუციას ყოველ დღე არღვევს.

„ავიღოთ მემორანდუმი, რომელსაც ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა (როგორც თავის თავს ეძახიან) უცხოეთში მოაწერეს ხელი, ეს ხომ სხვა განზომილებაა იმისა, როგორ წარმოუდგენიათ მათ პატრიოტიზმი და როგორ ხედავენ ისინი ხალხის მსახურებას. სალომე ზურაბიშვილი ყოველ დღე არღვევს კონსტიტუციას. ის ერევა საარჩევნო კამპანიაში, რაც აბსოლუტურად შორს უნდა იყოს მისი პოზიციის მქონე ადამიანისგან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები