ილია დარჩიაშვილი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო შეუქცევადად ინტეგრირებს ევროპულ ოჯახში, ევროკავშირში, რადგან ეს არის ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი

ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო შეუქცევადად ინტეგრირებს ევროპულ ოჯახში, ევროკავშირში, რადგან ეს არის ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი „ქრონიკასთან“ იმ ფაქტს, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი გავიდა.

„ეს იყო მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელმაც შეუქცევადად შეაყენა საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენი ხელისუფლების პირობებში შემდგომი ნაბიჯები გადაიდგა, რომელმაც კიდევ უფრო დაამაგრა ჩვენი ევროპული ინტეგრაცია. ეს იყო უვიზო მიმოსვლის შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, ევროპული პერსპექტივა და შარშან დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების. ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო შეუქცევადად ინტეგრირებს ევროპულ ოჯახში, ევროკავშირში, რადგან ეს არის ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები