სალომე ზურაბიშვილი პორტუგალიის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში პორტუგალიის პრეზიდენტს, მარსელო რებელო დე სოუზას და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტობის კანდიდატს, ანტონიო კოსტას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მათ საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვება მიულოცეს და საქართველოს ევროპული გზის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვეს.