ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროკავშირის ლიდერებმა უსაფრთხოების შეთანხმებას ხელი მოაწერეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროკავშირის ლიდერებმა, უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერეს ხელი, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ ბრიუსელში გაიმართა.
ზელენსკისთან ერთად, დოკუმენტს ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაინმა.
მედიის ცნობით, დოკუმენტი ითვალისწინებს ევროკავშირის ვალდებულებას, დაეხმაროს უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ცხრა სფეროში, მათ შორის შეიარაღების მიწოდების, სამხედრო წვრთნის, თავდაცვით სამრეწველო თანამშრომლობის და განაღმვის სფეროებში.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.
ევროკავშირის გარდა, ბრიუსელში სამიტის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უსაფრთხოების შეთანხმებებს ესტონეთთან და ლიეტუვასთან.