რატი ბრეგაძე: პირველივე დღიდან მჯეროდა, რომ ეს დღე აუცილებლად დადგებოდა – ქართველებმა ნამდვილად დავამტკიცეთ, რომ ყველგან შეგვიძლია დავიკავოთ ღირსეული ადგილი

ვულოცავ სრულიად საქართველოს! პირველივე დღიდან მჯეროდა, რომ ეს დღე აუცილებლად მოვიდოდა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელ საქართველოს და ქართველებმა ნამდვილად დავამტკიცეთ, რომ ყველგან შეგვიძლია დავიკავოთ ღირსეული ადგილი. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც პირველივე დღიდან ქომაგობდა საქართველოს ნაკრებს და ჩვენი გამარჯვების სჯეროდა“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები