გურამ კაშია: დღეს უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ, ისტორია დავწერეთ და შეუძლებელი შევძელით

დღეს უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ, ისტორია დავწერეთ და შეუძლებელი შევძელით, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ პორტუგალიის ნაკრების დამარცხების შემდეგ განაცხადა.

„მიხარია, რომ ამ თამაშის მონაწილე ვიყავი. ყველას მადლობა, ბიჭებს მწვრთნელებს, გულშემატკივრებს. ემოციებით დაცლილია მთელი საქართველო და მიხარია ასეთი საქართველოს ნახვა. სასწაული მხარდაჭერაა გულშემატკივრებისგან, ეს ფეხბურთელების ოცნება იყო, რომ სადღაც უცხო ქვეყანაში ისე გვეგრძნო თავი, როგორც საკუთარ ქვეყანაში. ეს გარემო რასაც ქმნიან, წარმატების მიღწევაში გვეხმარება. დიდი მადლობა მათ“, – აღნიშნა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები