საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და მერვედფინალშია

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დღევანდელ მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და მერვედფინალში ითამაშებს.

მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი მეორე ტაიმში პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები კონტინენტის პირველობაზე დებიუტანტია და ეს ქვეყნისთვის ისტორიული შედეგია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები