საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას მეორე გოლი გაუტანა

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას მეორე გოლი გაუტანა. ამ დროისთვის ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ 2:0-ია.

პენალტი 56-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ თამაშის დაწყებიდან მეორე წუთზე გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს ნაკრები თურქეთთან შეხვედრაში დამარცხდა, ხოლო ჩეხეთთან მატჩში ფრე ითამაშა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები