კულტურისა და სპორტის სამინისტრო: რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელდა სრულიად ყალბი ინფორმაცია მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ფედერაციის მიერ მათთვის მიწოდებულ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მკლავჭიდის ფედერაციის მიერ ყალბი ინფორმაციის გავრცელების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„კვირა“ სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელდა სრულიად ყალბი ინფორმაცია მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ფედერაციის მიერ მათთვის მიწოდებულ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით. გავრცელებული ყალბი ინფორმაციის თანახმად, სასამართლომ თითქოსდა დააკმაყოფილა ფედერაციის სარჩელი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც შეეხებოდა 2020 წელს მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის 41-ე მსოფლიოს ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების გაუქმებას. რეალური ვითარება არის შემდეგი: თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ფედერაციის სარჩელი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ, რომელიც ეხება 2020 წლის მკლავჭიდის და პარამკლავჭიდის 41-ე მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას საქართველოში. აღნიშნული დავა მიმდინარეობს პირველი ინსტანციის სასამართლოში და მოცემულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

მედიასაშუალებებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ცრუ, შეუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რითაც თავიდან აიცილებენ არაკეთილსინდისიერი პირების მხრიდან მათ ინსტრუმენტად გამოყენების ფაქტებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები