პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული კანონპროექტის კენჭისყრა გადადო – ოპოზიციას აზრის დასაფიქსირებლად ერთი დღე მიეცა

საქართველოს პარლამენტი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით კენჭს ხვალ უყრის.

კენჭისყრის ერთი დღით გადადების ინიციატივით მმართველი გუნდის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გამოვიდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიციას ერთ დღეს აძლევენ, რათა ლგბტ პროპაგანდის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსიროს.

როგორც უმრავლესობის წევრები აღნიშნავენ, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები