სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს ნატოს გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს ნატოს გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს.

ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში იმედს გამოთქვამს, რომ მარკ რუტეს ხელმძღვანელობა წარმატებული იქნება ახალი და მჭიდრო კავშირების დამყარებისთვის, მათთვის, ვინც მოუთმენლად ელის გაფართოებულ ალიანსს.

„ვულოცავ მარკ რუტეს ნატოს გენერალურ მდივნად არჩევას. ამ გადამწყვეტ და რთულ დროს, თქვენი როლი არსებითი იქნება გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენის პროცესში დემოკრატიისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად.
ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული ახალი და მჭიდრო კავშირების დამყარების მათთვის, ვინც მოუთმენლად ველით გაფართოებულ ალიანსს.
მადლობა იენს სტოლტენბერგს სამაგალითო სამსახურისა და თავდადებისთვის!“ – წერს ზურაბიშვილი X-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები