“ვენეციის კომისიაც კი ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ ის საქართველოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისკენ მოუწოდებს” – გურამ მაჭარაშვილი

“ვენეციის კომისიაც კი ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ ის საქართველოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისკენ მოუწოდებს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

“გამოვიდეს ოპოზიცია თავის ლგბტ დროშით და თქვას, ეთანხმება ვენეციის კომისიას, ანუ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას თუ არა. ამას ისინი ვერ გაექცევიან და დღემდე ვერც გაექცნენ, რადგან საქართველოს კონსტიტუციაში რომ წერია, რომ ოჯახი არის ქალის და კაცის ქორწინება მხოლოდ, ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ კაცი და კაცის არის ოჯახი”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები