ოდიშარია – შარლ მიშელის შეთანხმებაზე: 100 დღე “ქართული ოცნება” ხელგაწვდილი იდგა და “ნაცმოძრაობას”ერთხელაც არ ჩამოურთმევია ხელი

“ეს ძალა, რომელიც ხან ბოიკოტს აცხადებს, ხან ხულიგნობს და მავნებლობს, რომელიც არ გადის რეგისტრაციას ელემენტარული საკითხების განხილვის წინ, ამ ხალხის იმედად უნდა დარჩეს ოქტომბრის არჩევნები და დემოკრატიულად გამოხატული, ხალხის ნება-სურვილი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

“ასე რომ გულშემატკივრობთ ამ საბჭოს, გახსოვს, როდის შეიქმნა? ის შეიქმნა შარლ მიშელის შეთანხმების შემდეგ და ჩვენ მივიღეთ ჩვენი ყველა ძირითადი სტრატეგიული მოკავშირის შემოთავაზება. ხომ არ გახსოვთ, რომ 100 დღე “ქართული ოცნება” ხელგაწვდილი იდგა და “ნაციონალურ მოძრაობას”ერთხელაც არ ჩამოურთმევია ხელი და დააიგნორა შარლ მიშელიც, ევროკავშირიც და, ზოგადად, ეს შეთანხმებაც”, – აღნიშნა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები