“ვენეციის კომისიის დასკვნაში რამდენიმე ადგილას სწორედ ის სახიფათო ტენდენციებია, რომლებზეც არასრულწლოვანთა დაცვასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ ხოლმე” – პაპუაშვილი

“მაშინ, როცა საქართველოს საზოგადოებას სურს, ქორწინება ან მსგავსი ურთიერთობა იყოს დაშვებული მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, დავუშვათ ერთნაირსქესიანთა ქორწინება თუ მსგავსი კავშირების სამართლებრივი აღიარება მოხდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

“გარდა ამისა, ვენეციის კომისიის დასკვნაში რამდენიმე ადგილას სწორედ ის სახიფათო ტენდენციებია, რომლებზეც არასრულწლოვანთა დაცვასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ ხოლმე. მაგალითად, ვციტირებ: ინდივიდებს, მათ შორის ბავშვებს აქვთ უფლება თვითიდენტიფიცირებისა არა მხოლოდ დაბადების სქესის მიხედვით, არამედ გენდერის მიხედვით. გარდა ამისა, ვენეციის კომისია ამბობს, ვციტირებ: გარკვეულ შეზღუდვებს შეიძლება ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, ვინაიდან არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პოპულარიზაციის აკრძალვას არასრულწლოვნებს შორის შეიძლება ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, განსაკუთრებით თუ ეს არასრულწლოვნები არიან ლგბტ აქტივისტები”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები