„გვარამია დედას აგინებდა სპორტსმენებს, საოცარი ეპითეტებით მოიხსენიებდა ჩვენს წარმატებულ ბიჭებს პოლიტიკური საბაბის გამო” – ოდიშარია

„ნიკა გვარამია საერთოდ დედას აგინებდა სპორტსმენებს, ტალახაძეს ვეღარ იტანდა, საოცარი ეპითეტებით მოიხსენიებდა ჩვენს წარმატებულ ბიჭებს პოლიტიკური საბაბის გამო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ბექა ოდიშარიამ ისაუბრა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ნიკა მელიას განცხადება, რომლის მიხედვითაც ის უკმაყოფილოა გამჭვირვალობის კანონზე ზაზა ფაჩულიას დუმილის გამო, ხალხისთვის გასაკვირი არ არის.

“ამ ხალხს  ვინც არ არის მათი შემწე და ხელშემწყობი, ისინი სძულთ”, – აღნიშნა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები