წილოსანი – მსხილაძეს: რამე პირადი ზიზღი გაქვთ ხალხის მიერ არჩეულ მმართველ გუნდთან დაკავშირებით?

“პროცესის ჩიხში შეყვანის მომხრე ხართ”, – ასე მიმართა მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს პლენარულ სხდომაზე.

“ჩიხში შეყვანისკენ მიემართება ვეტო, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ. რამე პირადი ზიზღი გაქვთ ხალხის მიერ არჩეულ მმართველ გუნდთან დაკავშირებით თუ რატომ არ ეთანხმებით, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობამ, მის მიერ გადაცემული მანდატით არჩეულმა მმართველმა გუნდმა მიიღოს გადაწყვეტილებები.

მე კი ვიცი, რომ კონსესუსზე არანაირი გათვლა არ გაქვთ. საერთაშორისო პარტნიორები კი არა, საკუთარი ქვეყნის ინტერესებით იხელმძღვანელეთ”, – მიმართა წილოსანმა მსხილაძეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები