“თამაშების ჩაწყობაში ბრალდებულ მსაჯებს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიეცათ”

თამაშების ჩაწყობაში ბრალდებულ მსაჯებს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიეცათ, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარე სერგო კვარაცხელიამ გააკეთა.
“შს სამინისტროს გუშინდელი განცხადებისა და მის მიერ გავრცელებული ოპერატიული მასალის საფუძველზე, დღეს დაინიშნა ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის საგანგებო სხდომა. ამ სხდომაზე ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბრალდებულ მსაჯებს მიესაჯოთ სამუდამო დისკვალიფიკაცია. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანს ბრალი არ დაუმტკიცდება, შეუძლია მიმართონ ფეხბურთის ფედერაციას და მოითხოვონ აღდგენა”, – განაცხადა კვარაცხელიამ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ მსაჯების დაკავების შესახებ ოპერატიული მასალა გამოაქვეყნა. ოპერატიულ მასალაში ჩანს, თუ როგორ აწყობენ თამაშების კორუფციული გარიგების სქემას არბიტრები. მასალაში ასევე ჩანს, რომ ბრალდებულები გარკვეული დაპირებების სანაცვლოდ, რომელიც შეეხება ბარათებისა და ჯარიმების რაოდენობას და თამაშის სხვა ეპიზოდებს, ფულს იღებენ.
შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე რვა პირი დააკავა. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკევეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები