“ბოლო დროს ვენეციის კომისია საქართველოსთვის მიუღებელ რეკომენდაციებს იძლევა” – მდინარაძე

“ბოლო დროს ვენეციის კომისია საქართველოსთვის მიუღებელ რეკომენდაციებს იძლევა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.

“როცა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზეა საუბარი, ვენეციის კომისია პირდაპირ გვეუბნება, არათუ ეს არ მოსწონს, რა ცვლილებებსაც ვგეგმავთ, არამედ რაც არის ისიც ამოშალეთ, ანუ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეთო. ოპოზიციას გარეთ თავისი პატრონების ეშინია, შიგნით ქართველი ხალხის, ეს არის მათი დამოკიდებულება და განწყობა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით. ისინი ვერ ბედავენ ამ დებატებში მონაწილეობის მიღებას, რომ თქვან, არ მოსწონთ, საკუთარი რეალური განწყობა დააფიქსირონ, ქართველი ხალხი დასჯის, რომ თქვან მოსწონთ, პატრონების ეშინიათ”, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები