“მე თავის დროზე ვიყავი ევროპული ტრიოს ინიციატორი; მე შევკარი ერთად მაშინ უკრაინა და მოლდოვა, საქართველომ შეკრა” – სააკაშვილი

“ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიანი, დიდი კოალიცია, რაც შესაძლებელია მაქსიმალურად ფართო”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას ისაუბრა.

“მხარს ვუჭერ ერთიან დეკლარაციას, რომელზეც შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები ბრიუსელში და მხარს ვუჭერ წინსვლას ევროპისკენ. ნუ შეგვეშინდება პროვოკაციების, ძალადობის. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. გავიმარჯვებთ სახელოვნად.

მე თავის დროზე ვიყავი ევროპული ტრიოს ინიციატორი. მე შევკარი ერთად მაშინ უკრაინა და მოლდოვა, საქართველომ შეკრა. როდესაც ამბობენ, საქართველო ფლაგმანი იყო რეფორმებშიო, რატომღაც ჩუმად არის ის, ვინც შექმნა ეს წარმატება, თუ არა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა, გეგონება, არ ვვარსებობდეთ. ვახსენდებით, როდესაც რაღაც შეცდომა, ან გადაცდომა ახსენდებათ. დღეს ამ ტრიოს ინიციატორი დაპატიმრებული გყავთ, გისოსებს მიღმა მიწევს განმარტებები”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები