“რომელი რეკომენდაციაც გვგონია, რომ სამართლიანია,  ვითვალისწინებთ, რომელიც არ მიგვაჩნია, რომ გამოსადეგია ამ ქვეყნისთვის, არ ვითვალისწინებთ” – დავითულიანი

“რომელი რეკომენდაციაც გვგონია, რომ არის სამართლიანი, მას ვითვალისწინებთ, რომელიც არ მიგვაჩნია, რომ სამართლიანია და გამოსადეგი ამ ქვეყნისთვის, არ ვითვალისწინებთ. ძალიან მარტივად არის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ბექა დავითულიანმა ვენეციის კომისიის მოწოდებაზე საუბრისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის” შესახებ კანონპროექტი ხელისუფლებამ უნდა გაიწვიოს.

“რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვას – ეს არამც და არამც არ ეხება არცერთ ადამიანის უფლებების შეზღუდვას,  რომელიც საკუთარ თავს სექსუალურ უმცირესობად მიიჩნევს”, – განმარტა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები