“საარჩევნო ადმინისტრაცია ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ აქტივობებს და პროექტებს არჩევნების დასრულებამდე რამდენიმე ეტაპად რეგულარულად განახორციელებს“ – ნათია იოსელიანი

„ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით პროექტი, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებს”, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე, ახალ პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიზანიც საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაა.

“პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას, უზრუნველყოფილი იქნება კენჭისყრის იმიტაცია, კერძოდ, საარჩევნო მოხელეების მეთვალყურეობით, დაინტერესებული პირები თავად გაივლიან ხმის მიცემის პროცედურებს (საცდელი წრის გაფერადება, ბიულეტენზე წრის გაფერადება, ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით ჩარჩო-კონვერტში ბიულეტენის მოთავსება, ხმის მთვლელ აპარატში (ყუთში) ბიულეტენის მოთავსება), მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას როგორც უშუალოდ საარჩევნო აპარატების გამოყენების, ისე საქართველოში საპილოტე რეჟიმში ჩატარებული ელექტრონული არჩევნების შესახებ.

საარჩევნო ადმინისტრაცია ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ აქტივობებს და პროექტებს არჩევნების დასრულებამდე კიდევ რამდენიმე ეტაპად რეგულარულად განახორციელებს“, – აღნიშნა იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები