“სახელმწიფო მოხელეებს უნდათ გაფრთხილება და არავის  ემუქრება სამსახურიდან გაგდება, თუ რაღაც დაუკრეფავში არ გადავა რომელიმე” – სააკაშვილი

“ეჭვს არ იწვევს, რომ არჩევნები წაგებული აქვთ, მაგრამ ისინი არ აპირებენ ნორმალურად არჩევნების ჩატარებას, ისინი აპირებენ საარჩევნო სისტემის მიტაცებას”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას ისაუბრა.

“ჩვენ უნდა ვუთხრათ ყველას, ყველა ერთად უნდა დავდგეთ. მინდა, მივმართო სახელმწიფო მოხელეებს, რომ ვინც არ მიიღებს მონაწილეობას გაყალბებაში, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ძალადობაში, იქნება ხელშეუხებელი და გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას საქართველოს საკეთილდღეოდ.

სახელმწიფო მოხელეებს უნდათ გაფრთხილება და არავის  ემუქრება სამსახურიდან გაგდება, რა თქმა უნდა, თუ რაღაც დაუკრეფავში არ გადავა რომელიმე მათგანი“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები