ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზთან ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა, – ამის შესახებ ვიდეომიმართვას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დონეცკის ოლქი – ჩვენს ჯარისკაცებთან, მთავარსარდალ სირსკისთან და გაერთიანებული ძალების ახალ მეთაურთან, გენერალ გნატოვთან ერთად ვართ.
დღეს, ყველას, ვინც დონეცკის ოლქის თავდაცვაზეა პასუხისმგებელი, ანდრეი გნატოვი ოფიციალურად გავაცანი. ჩვენ ანგარიშები უშუალოდ პოზიციებიდან მოვისმინეთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევში საუბარს გამართავს იმ ოფიციალურ პირებთან, რომლებიც ფრონტის ხაზთან უფრო ახლოს უნდა იყვნენ.

„კიევში ცალკე საუბარი იქნება, მათ შორის ოფიციალურ პირებთან, რომლებიც აქ და სხვა ადგილებში, ფრონტის ხაზზთან ახლოს უნდა იყვნენ, სადაც ადამიანებს სასწრაფო გადაწყვეტილებები სჭირდებათ. გადაწყვეტილებები, რომლებიც კიევიდან უბრალოდ არ ჩანს.
გამიკვირდა, რომ ზოგიერთი შესაბამისი თანამდებობის პირი აქ ექვს თვეზე მეტია არ ყოფილა. მათ შესახებ სათანადო დასკვნებს გამოვიტან“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები